აღნიშნული მონაცემების მიხედვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით სულ გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა, საიდანაც 13 125 წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2007 სისხლის სამართლის დანაშაულს.
2012 წლიდან მნიშვნელოვნად გახშირებულია ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევები. მაგალითად, 2012 წელს გამოვლენილია 3463 შემთხვევა, 2013 წელს - 3 400, 2014 წელს 3 302, მაშინ როდესაც 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 946-ს, ხოლო 2011 წელს- 805 შემთხვევას. 2015 წლის პირველ კვარტალში უკვე ხე ტყის უკანონო ჭრის 1 209 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება.
2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სულ გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 2 815 ფაქტი, საიდანაც 2014 წელს ფიქსირდება 1257 შემთხვევა. უკანონო ნადირობის შემთხვევაში ხსენებულ პერიოდში სულ გამოვლენილი 1 618 შემთხვევიდან 2014 წელს ფიქსირდება 789 ფაქტი.
ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები, რომელიც უკავშირდება 2010-2015 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ უკანონო ხე-ტყის ჭრის, თევზჭერის და ნადირობის გამოვლენილ ფაქტებს, ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული კუთხით 2014 წელს კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.
იხილეთ ბმული


მასალის გამოყენების პირობები






