პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
საზოგადოება - 16:09, 08 Jul, 2015     1025

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში 148 ვაკანსიაზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 14 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

აღნიშნული კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა, კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

კონკურსის მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრი და უნდა ჰქონდეს მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დასაქმების შემთხვევაში პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი სავალდებულოა ფლობდეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას.

პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.

დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42