თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13.00 საათზე დაიწყება
საზოგადოება - 10:36, 08 Jul, 2015     1862

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველი ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, დარეგისტრირებას დღეიდან შეძლებენ. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივლისს ჩატარდა.

დამატებითი ადგილების შესაქმნელად, 2014 წლის სექტემბრდიდან დღემდე, ბაგა-ბაღების გამოუყენებელ ოთახებში ახალი ჯგუფების გახსნით, დამატებით 3500-ზე მეტი ბავშვის მიღება მოხერხდა. თუ 2014 წლის სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 49500-მდე იყო, წელს 53500-ზე მეტია. ახალი ჯგუფების გარემონტება გაგრძელდება ზაფხულშიც. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად საბავშვო ბაღის 4750-მდე აღსაზრდელი ბაღებში რჩება, ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, 10 000-მდე ბავშვის მიღება მოხდება. ეს შედეგი ბოლო თვეების განმავლობაში ჯგუფების დამატების ხარჯზე იქნა მიღწეული.

ასევე, დაწყებულია 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქედან, მოსკოვის გამზირზე, 500 ბავშვზე გათვლილი მშენებარე #128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბრის თვიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი სააღმზრდელო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში, წინა წლებში დახურული #132-ე ბაგა-ბაღიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული #56-ე ბაგა-ბაღის აღდგენითი სამუშაოებიც, რომელიც სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში.

გასულ წლებში ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თბილისის მერიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა სარეგისტრაციო პროგრამის შემოწმება, რათა ხარვეზები მინიმუმამდე შემცირდეს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე www.kids.org.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42