გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ოფიციალურად კი უკვე ოთხი თვეა, ცოლ-ქმარი აღარ არიან. თუმცა გიორგის დიდი სურვილი აქვს, ყოფილ მეუღლეს შეურიგდეს და შვილთან ერთად კვლავ ბედნიერად იცხოვრონ. გიორგი ამ ბოლო დროს აღარ საქმიანობს. „ჯიდიესიდან“ ერთი თვის წინ წამოვიდა.
რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდი?
- რაც დავშორდით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რაღაც პერიოდი არავის თავი არ მქონდა და ახლა დადგა პერიოდი, როდესაც დიდი სურვილი მაქვს ყოფილ მეუღლესთან შერიგების.
- ამ საკითხთან დაკავშირებით ნათია რას ფიქრობს?
- ნათიასგან ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.
ბოლო დროს ნათია ბევრს მუშაობს. გასულ კვირას მისი ერთ-ერთ პროექტში გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ის სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილი. როგორი რეაქცია გქონდა, ამ ფოტოს ნახვისას?
- გააქტიურება, ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის საქმიანობაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. საქართველოში მსახიობებს ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ როლები ამოვირჩიოთ. წუნიაობის დრო არ გვაქვს. ცალსახად კარგია, რომ მუშაობს და სხვადასხვა პროექტში დაკავებულია. კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანი არ ვარ. ისეთი სამოსით ნათია ქუჩაში არ დადის, სატელევიზიო კოსტიუმი ეცვა და შოუსთვის ეს ყველაფერი საჭიროა. თან რაზეც იყო გათვლილი კაბა, იმუშავა. პროექტით და გადაცემით, სადაც ნათია მონაწილეობდა ბევრი დაინტერესდა. ამ კაბაში ნათიას ლამაზი სხეული ლამაზად გამოჩნდა.
ვრცლად მასალა იხილეთ ბმულზე: "რეიტინგი"
მასალის გამოყენების პირობები






