რაც შეეხება ბილეთის ფასს, სიჭინავას თქმით, ბილეთის ღირებბულება 18, 35 და 75 ლარი იქნება.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„სალაროებში დაიდგმება 12 პრინტერი, 12 კომპიუტერი და იქნება 12 მოლარე. გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სალაროებში გადატანამდე ჩაიბარებს ბილეთების რაოდენობას. სანამ ბილეთებს არ გადავიტანთ სალაროებში, კომისიის წევრები იქნებიან ბილეთებთან. ასევე ვამონტაჟებთ კამერებს, რომ მერე არ თქვან ბიძაშვილებთან მიაქვთ ბილეთებიო“, - განაცხადა სიჭინავამ.
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ბარსელონა- სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 12 ივლისის 09:00 საათიდან გაიყიდება.
მასალის გამოყენების პირობები






