"რამდენიმე კვირის წინ ელექტრობილეთებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ფედერაციამ მაშინ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება - ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ დროს და ადგილს, თუ სად იქნება ბილეთები გაყიდული აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შევატყობინებდით. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს. დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველა ადამიანის თანაბარ პირობებში ჩაყენების ერთ-ერთი ნიშანი ისიც იქნება, რომ 12 ივლისი დასვენების დღეა და გულშემატკივრები ბილეთების შეძენას უფრო თავისუფლად შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






