ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:37, 07 Jul, 2015     2664

საქართველოს ეროვნული ბანკი ოლიმპიური ვერცხლის მონეტის - „თბილისი 2015“ რეალიზაციას იწყებს. პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას პირადად წარუდგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულებით გამოუშვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მონეტის დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძე და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

„ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის უკეთ წარმოჩენას. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი მონეტა გამოვიდა, მისი ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რა თქმა უნდა ამ ღონისძიების, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ეს იქნება ძალიან სასიამოვნო საჩუქარი და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, რომელსაც თბილისი მასპინძლობს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

10 ლარის ნომინალის, 15.50 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე. მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში.

მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ სულ ახლახან შემუშავებული, ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42