ჯარიმებიდან სისხლის სამართლის საქმემდე - სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები დაწესდა
საზოგადოება - 11:17, 07 Jul, 2015     2267
UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით საქპატენტი შეზღუდვებს აწესებს. საუბარია UEFA-ს ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე. ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ლოგოს უნებართვოდ გამოყენება, ბილეთებით უკანონო ვაჭრობა და სხვადასხვა ტელევიზიებით მატჩის უკანონოდ ჩვენება.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება UEFA-ს ლოგოს ან სხვა ნიშნის უკანონოდ გამოყენება დაწესებული იქნება ჯარიმა 5 000 ლარამდე ოდენობით. ასევე "დინამო-არენას" ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის გარევაჭრობა. ბილეთების გადაყიდვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეც.

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "დინამო არენას" ტერიტორიაზე და აგრეთვე იმ ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, UEFA-ს ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა და მაღაზიებისა და კაფე-ბარების მიერ UEFA-ს მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება კანონით იქნება აკრძალული.

პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ გოგილიძემ სოციალური ვიდეორგოლი წარადგინა, რომელიც სპეციალურად სუპერთასის მატჩისთვის დამზადდა. მან ასევე წარადგინა ის ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს და განუმარტავს განსაზღვრულ პერიმეტრზე მოქმედ მაღაზიებისა და კაფე-ბარების თანამშრომლებს, რა ქმედებები იკრძალება კანონით.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42