სტიქიით დაზარალებულებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას დღეიდან უნდა მიმართონ
საზოგადოება - 09:42, 07 Jul, 2015     1810

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დღეიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართოს.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძემ სასტუმრო „444“-ში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების პროცედურები თავად განუმარტეს.

ლაშა აბაშიძის თქმით, პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, უნდა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს. დაზარალებულებს შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42