სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც უკრაინაში იყო - კვიტაშვილი
საზოგადოება - 18:35, 06 Jul, 2015     1874
უკრაინის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა „მე-5 არხს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მისი თქმით, უკრაინის რეფორმირების მთავარ პრობლემას, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, საკანონმდებლო შტოს მიერ ხელისუფლების აღმასრულებელი ვერტიკალის ძლიერი რეგულირება და მინისტრთა კაბინეტის სუსტი ავტონომია წარმოადგენს.

კვიტაშვილის თქმით, მის გადაყენებასთან დაკავშირებით "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყო.

"ჩემთვის ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ, არც სხვას არავის მოუწოდებია მსგავსი ინფორმაცია" - განაცხადა კვიტაშვილმა.

მისივე თქმით, მოულოდნელი არამხოლოდ მისი გადადგომის შესახებ ინიციატივა, არამედ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღებაც იყო.

„ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო ამ თემის დღეების განმავლობაში ესკალაცია“ - აღნიშნა ექს მინისტრმა.
კვიტაშვილის თქმით, მან შეძლო არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სისტემების, არამედ მთავრობის პროგრამების შეცვლაც.

უკრაინის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და მისმა გუნდმა მოახერხა და განაახლა თანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთან კომუნიკაციის პრობლემის გამო ამის სურვილი აღარ ჰქონდათ.

ალექსანდრე კვიტაშვილმა სამინისტროში მუშაობისას მის ყველაზე დიდ შეცდომად, უკრაინული ბიუროკრატიის სათანადოდ შეუფასებლობა დაასახელა.

„მე სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც აქ იყო“- აღნიშნა კვიტაშვილმა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე გასული წლის ბოლოს დაინიშნა. გასულ კვირას კი მან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც საპარლამენტო ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" მისი გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა. ,,პრეტრო პოროშენკოს ბოლკის“ ლიდერმა იური ლიცენკომ პარლამენტში განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ ძალას ბევრი კითხვა აქვს ჯანდაცვის სამინიტროში არსებულ კატასტროფულ სიტუაციასთან დაკავშირებით და პეტრო პოროშენკოს ბლოკი ვერ მოითმენს იმ უმოქმედობას, რომელიც უკრაინელებისთვის ამ მნიშვნელოვან უწყებაში ხდება.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42