სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა - საია კვლევის შედეგებს აქვეყნებს
საზოგადოება - 14:10, 06 Jul, 2015     1264
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა.
საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა:

· სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში;

· საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:

. არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დაადგენს;

. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან არის დაკავშირებული ვერ ჩაითვლება კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად;

. სააგენტოს მართვის რგოლში შემავალ საწარმოებში დაბალია იმ საწარმოთა რიცხვი, რომელთაც გააჩნიათ ეთიკის მარეგულირებელი წესები და თვიშეფასების დოკუმენტები;

. სააგენტოს მართვაში არსებულ არცერთ საწარმოში, ამ დრომდე მმართველი რგოლის დანიშვნა კონკურსის წესით არ განხორციელებულა და სამწუხაროდ, მსგავსი ვალდებულება არც კანონით არის განსაზღვრული;

. არ არის განსაზღვრული საწარმოების მხრიდან წლიური ანგარიშების წარდგენის ფორმა, წესი და პირობები.

. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა უმეტესობას არ გააჩნია ვებ-გვერდი, არ არსებობს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების, სამომავლო გეგმების, წლიური ანგარიშებისა და სხვა მსგავსი ხასიათის საკითხების შესახებ.

რაც შეეხება საჯარო-ჯერძო პარტნიორობის საკითხზე მომზადებულ კვლევას, დოკუმენტში საიას მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს სამინისტროების და მთავრობის ადმინისტრაციის პრაქტიკა საჯარო-კერძო პარტნიორობის მიმართულებით. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ნათელია, რომ:

. სამინისტროების უმრავლესობას საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროექტები არ განუხორციელებია, ხოლო ნაწილის მიერ განხორციელებული აქტივობები ცალსახად არ შეესაბამება საჯარო-კერძო პარტნიორობის ცნებასა და ფორმას;

. უმეტესწილად, უწყებებს საჯარო-კერძო პარტნიორობა პირდაპირი მნიშვნელობით ესმით და მასთან აიგივებენ ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სექტორს შორის არსებულ ნებისმიერი სახის ურთიერთობას, მიუხედავად მისი შინაარსისა;

. რიგი უწყებების შემთხვევაში დაფიქსირდა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საჯარო-კერძო პარტნიორობად მოაზრების ფაქტებიც, რაც, ცალსახად, აღნიშნული ინსტიტუტის თაობაზე საჯარო სექტორში არსებულ მცდარ წარმოდგენებზე მიუთითებს.

პრეზენტაციზე ასევე წარმოდგენილი იყო ხორვატი და ინგლისელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევები. ხორვატი ექსპერტის კვლევა ეხებოდა, ხორვატიის გამოცდილებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით. ხოლო ინგლისელი ექსპერტის კვლევაში განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის გამოცდილება დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ექპერტებმა კვლევები საიას დაკვეთით მოამზადეს.

საია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი კვლევები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭივრალობის გაზრდას და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საჯარო-კერძო პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას,"-ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42