აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ 2014 წელს, პეტრიაშვილის უწყების მიერ გაწეული საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთელი სამინისტროს მიერ მოხმარებული საწვავის 57% კი ალექსი პეტრიაშვილზე განპირობებულ ავტომობილ TOYOTA Land Cruiser 200- სა (სახელმწიფო ნომრით FCF-778) და მინისტრის მოადგილეზე განპირობებულ MITSUBISI Pajero- ზე (სახელმწიფო ნომრით XCX-070) მოდის. პეტრიაშვილს აღნიშნული მანქანა 2013 წლის 28 ივნისს გადაეცა. იმ დროიდან 2014 წლის ჩათვლით აღნიშნულ ავტომობილზე გაწეულია 21983 ლიტრი საწვავის ხარჯი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით ავტომობილის გარბენი ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო 165 900 კილომეტრი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარბენი იყო 104 500 კილომეტრი. ანუ გარბენმა გაწეულ ხარჯთან მიმართებაში მინიმუმ 61 400 კილომეტრით ნაკლები შეადგინა. სწორედ ამ მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი აუდიტის ანგარიშში, რომლის თანახმადაც ირკვევეა, რომ მინისტრ პეტრიაშვილზე საწვავი გაიცემოდა მაშინაც კი, როდესაც ის ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, აუდიტორთა გაკვირვებაასევე სამინისტროში არსებულმა შრომის ანაზღაურებისა და პრემიების უჩვეულო სისტემამაც გამოიწვია. აუდიტის შესწავლის პერიოდში, შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიები გაიცემოდა ყოველთვიურად, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით. საანგარიშო პერიოდში პრემიის სახით გაცემულმა სახსრებმა თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებაში 60% შეადგინა. იყო შემთხვევები, როდესაც თვეში გაიცემოდა ერთზე მეტი პრემია. ასევე 2014 წლის 3 იანვარს პრემია გაიცა არგუმენტაციით „სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება“, მაშინ როცა 3 იანვარი წლის პირველი სამუშაო დღე იყო. როგორც გამოცემა წერს, იმისდა მიუხედავად, რომ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემა მათი შემდგომი წახალისების და მოტივაციის გაზრდის მიზნით ხდება, პეტრიაშვილსი უწყებაში პრემიები მისცეს ისეთ ადამიანებს რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით აუდიტის სამსახურს დასკვნა საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ გადაუგზავნია, თუმცა როგორც გამოცემა წერს, მასალების გადაცემაის მოთხოვნა უახლოეს მომავალში თავად პროკურატურის მხრიდან მოხდება.
წყარო „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






