კვირიკაშვილი: „ის მაღელვებს, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს საბერძნეთში მომუშავე ადამიანები“
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:34, 05 Jul, 2015     1246

„იქიდან გამომდინარე, რა ზომებსაც ჩვენ ვღებულობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი ნამდვილად არ არის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა გავლენას იქონიებს საბერძნეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნიდან შემცირებული ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაზე.

„იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა უკვე დაიკლო დაახლოებით 18 პროცენტით. ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში დაახლოებით 2, 3 მლნ. დოლარს შეადგენს ის დანაკლისი, რაც წლის წელთან შედარებით გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთლიან ბალანსში ეს დიდი რიცხვი არ არის იმ ზომებიდან გამომდინარე, რასაც ვღებულობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საბერძნეთში ხუთი დღით ან ერთი კვირით ბანკების დაკეტვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუ მოვლენები შემდგომში ნორმალურად განვითარდა. „თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკაც ისეთია, რომ გადმორიცხვა ხდება, როგორც წესი, თვეში ან სამ თვეში ერთხელ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საშუალოვადიან პერსპექტივაში საბერძნეთში როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა თვითონ სიტუაცია, რაც არის საბერძნეთში, უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო ალბათ ის არის, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ. ფულის გამოგზავნის საშუალების მონახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ამიტომ ვნახოთ, ივლისის პირველი შეზღუდული კვირის შემდეგ რა იქნება და რეფერენდუმი რა შედეგებს მოიტანს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42