”მამაჩემმა ცოლად ჩემი ძმაკაცის დედა მოიყვანა...ის დედაჩემის უახლოესი დაქალი იყო”
საზოგადოება - 10:51, 05 Jul, 2015     13528
38 წლის აკო თავის ოჯახის ისტორიას ჟურნალ ”თბილისელებთან” ყვება :
”ჩემი მშობლები რომ გაიყარნენ, 14 წლის ბიჭი ვიყავი და უსაშველოდ მტკივნეულად განვიცადე ეს ამბავი. დედა სულ ტიროდა და ისეთ დღეში იყო, ჩემთვის, პრაქტიკულად, არ ეცალა. მამაჩემმა სცადა, დამლაპარაკებოდა, მაგრამ მისი დანახვაც არ მინდოდა. ბოლოს მაინც გამომიჭირა სალაპარაკოდ და იძულებული გავხდი, მომესმინა. ცხადია, 14 წლის მოზარდისთვის ძნელია, მამისგან მიტოვებულის სტატუსით ცხოვრება. იმ პერიოდში ისე მძულდა მამაჩემი, გულში ვნატრობდი, ნეტავი მოკვდეს-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაშინვე მოედო მთელ უბანს და სირცხვილით გარეთაც ვეღარ გავდიოდი. იმ დღეს კი, როცა მამამ დამიმარტოხელა და სასაუბროდ დამსვა, სიმწრისგან და ბოღმისგან ლამის გავსკდი. გული მწყდებოდა, რომ პატარა ვიყავი და მამას ვერ მოვერეოდი, თორემ ის, რომ შვილი მამას არ უნდა შეეხოს, არც კი მახსენდებოდა.

ჩვენი საუბარი ვერა და ვერ აეწყო. მე ისეთი სახით ვიჯექი, რომ მამაჩემს თავის გასამართლებელი ყოველი სიტყვა შუაზე უწყდებოდა და აღარ იცოდა, როგორ წარემართა საუბარი. ბოლოს ძალები მოიკრიბა და პირდაპირ მითხრა, იმედი მაქვს, კაცურად გამიგებ. იყო დრო, დედაშენი მიყვარდა, ახლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს სიყვარული აღარ არის. სრულიად შემთხვევით გავიცანი ქალი, რომელმაც თავი დამაკარგვინა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ჯობდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ვიცი, შენს ასაკში ძნელია ამის გაგება, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ გაიზრდები, როგორც კაცი კაცს გამიგებ... – დანარჩენი სიტყვები აღარ მომისმენია. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი, მერე კი უხმოდ ავდექი და წამოვედი, ისე, რომ არც „ნახვამდის“ მითქვამს ნირწამხდარი მამაჩემისთვის და არც იქვე სკამზე დადებული ფულით სავსე კონვერტისთვის მიხლია ხელი, რომელიც მან ჩემს მოსაქრთამად დადო. გულდამძიმებულს, ძალიან მინდოდა, ჩემს ძმაკაცთან – ნიკასთან მივსულიყავი და გული გადამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან გამახსენდა, რომ ეს ბოლო ხანებია, გამირბოდა და თავს მარიდებდა, სალაპარაკოდაც კი არ მიჩერდებოდა, ჩვენთან მოსვლაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. ვერც ტელეფონით ვუკავშირდებოდი – მოგვიანებით გავიგე, სპეციალურად გამოუცვლია ნომერი, მე რომ არ დამერეკა. სახლშიც მივაკითხე რამდენჯერმე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრეს, ბინა გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენო. ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ ორიოდე თვეში ყველაფერი გაირკვა: ის საოცარი ქალი, რომელმაც მამაჩემს თავი დაავიწყა და ოჯახი მიატოვებინა, ნიკას დედა აღმოჩნდა. არადა, გარდა იმისა, რომ მე და ნიკა ვძმაკაცობდით და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, დედაჩემი და დედამისიც უახლოესი დაქალები იყვნენ.

ჩვენი მშობლების „წყალობით“, მე და ნიკამ ერთმანეთი შევიძულეთ და აღარც ჩვენი მშობლების დანახვა გვინდოდა. ისე შევედით ასაკში, ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.

მამაჩემს ეგონა, რომ გავიზრდებოდი, კაცურად გავუგებდი და გავამართლებდი მის სიყვარულს, მაგრამ პირიქით მოხდა. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ახლაც თავმოყვარეობა მელახება, როცა გამახსენდება, როგორ არაკაცურად მოგვექცა მე და დედას. ერთი თვის წინ კი მამაჩემი გარდაიცვალა და არც პანაშვიდზე მივსულვარ, არც გასვენებაში. გულიც კი არ შემტოკებია, რომ დამირეკეს, გამოგიტყდებით და, პირიქით დამემართა. გამიხარდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ შვებით კი ამოვისუნთქე. მომიტევოს უფალმა.”

წყარო ”თბილისელები”




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42