საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო
საზოგადოება - 18:12, 04 Jul, 2015     1144

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე. ამასთან, ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებულიC ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.

იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამამ (UNAIDS) 2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში მონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკური გათვლების კუთხით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები და ელიმინაციის სხვადასხვა სტრატეგია რიგი ევროპული ქვეყნების ,მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.

კონფერენცია გახსნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ დოქტორი ჟან-ელი მალკინი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი, NCDC ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და აშშ–ს დაავედებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, ჯულიეტ მორგანი.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების, პროფესორების სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო დისკუსია გაიმართა სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ:
პროფესორი იაზდან იაზდანპანა M.D, Ph.D
BichatClaude-Bernard ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა პროფესორი, ინფექციურ დაავადებებში ხარჯთეფექტურობის გადაწყვეტილებების ანალიზის ATIP-AvenirInserm ჯგუფის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლა.

პროფესორი სტანისლას პოლ MD, PhD
პარიზის უნივერსიტეტის (ParisDescartes) ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი, პარიზის კოშენის ჰოსპიტალის ღვიძლის, სამედიცინო და ქირურგიული განყოფილებების გამგე, Cჰეპატიტის ვირუსის ინფექციის იმუნური პათოლოგიის შემსწავლელი Inserm UMS 20-ის თანათავმჯდომარე, ტრანსლაციური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე პასტერის ინსტიტუტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42