ოჯახის წევრები თბილისში მცხოვრებ 63 წლის ჯემალ ქეშელაშვილს ეძებენ. მამაკაცი ამა წლის 1 ივლისს საღამოს 8საათზე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გაუჩინარდა, სადაც ის სიდედრის პანაშვიდზე იმყოფებოდა. ახლობლების თქმით ბოლო პერიოდში მამაკაცს ნერვიულობის ნიადაგზე უცნაური ქმედებები აღენიშნებოდა, ჰქონდა ხალხის შიში და ეჩვენებოდა, რომ ვირაც უთვალთვალებდა და მუდმივად დამალვას ცდილობდა. ახლობლების განცხადებით ის გარშემომყოფებისთვის საფრტხეს არ წარმოადგენს.
მამაკაცს გაუჩინარებამდე ეცვა კრემისფერი შარვალი და შავი მაისური. ჯემალ ქაშიაშვილი საშუალო სიმაღლის , სუსტი აღნაგობის მამაკაცია.
ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებემ, რომ თუ ვინმე ფოტოსურათზე აღნიშნულ პიროვნებას შენიშნავს ოჯახს შემდეგ ნომრებზე დაუკავშირდნენ 593 94 93 06 ან 593 52 71 57

მასალის გამოყენების პირობები






