საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი biletebi.ge-ს გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ამის შესახებ ქეცბაიამ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
„ზოგი ჭირი მარგბელიაო. სხვა შემთხვევაში ფეხბურთი არავის დააინტერესებდა. თუ პრობლემა ის არის, რომ ბილეთები ვერ შეიძინა გულშემატკივარმა, ნეტა მაგის მეტი პრობლემა არ გვქონდეს საქართველოში. პრობლემები სხვგან არის და მაგას თუ ყურადღებას მიაქცევთ, იქნებ ეშველოს ქართულ ფეხბურთს“, - ამბობს ქეცბაია.
კითხვაზე, თუ ვიცი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მომხდარის გამო, ქეცბაიაი პასუხობს:
„უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ კაცის ვინც უეფა-მ საქართველოში გამოაგზავნა. იმან ვერ დაინახა რომ არ ვართ ქვეყანა მზად იმისთვის, რომ 10 000 ბილეთი ერთ დღეში გავყიდოთ. თუმცა რა არის გამო ის კაცი ციხეში უნდა ჩასვა, რომ 10 ათასმა კაცმა ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა? სასაცილოა“.
მასალის გამოყენების პირობები






