"ბაღებში აღსაზრდელთა 70%–ის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, 40%–ის მიმართ კი – ფიზიკური"
საზოგადოება - 21:23, 03 Jul, 2015     2502

სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

„2015 წლის 3 ივლისს სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში მიმოიხილა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებების თავი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვის უფლების განხორციელება, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების პროცენტული მაჩვენებელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. იმ დაწესებულებებში, რომელთა მონიტორინგიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა განახორციელა, აღსაზრდელთა 70%–ის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, 40%–ის მიმართ კი – ფიზიკური.

კვლავ მაღალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2014 წელს 5 წლამდე ასაკის 635 ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლად შობილზე არის 9,7, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა (2012 – 13.9, 2013 – 13.5) და კავკასიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოს მონაცემების ფონზე კვლავ მაღალი რჩება.

შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მდგომარეობა. მიუხედავად მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის არსებობისა, კვლავ საგანგაშო რჩება მათი, როგორც სოციალური ასევე ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ვითარება. ხშირია ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვა.

ბავშვთა უფლებების ცენტრისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შესახებ მომზადებული სპეციალური ანგარიში განიხილავს ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისობას ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ სფეროში გამოკვეთილი პრობლემები უკავშირდება აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების, მომსახურების ინკლუზიურობის, ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების, ბავშვის მიმართ ძალადობის და ბენეფიციართა ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურების საკითხებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მოწვეულმა ექსპერტებმა“, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42