სტიქიით დაზარალებულთათვის ქონების ანაზღაურება ორი კატეგორიით მოხდება. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მერიამ და დაზარალებულებმა ერთობლივად მიიღეს.
როგორც ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, პირველ კატეგორიაში შევლენ ადამიანები, ვინც საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ სულადობის მიხედვით.
ხოლო მეორე კატეგორიაში კი შევლენ ადამიანები, რომელთაც ანგარიშზე ჩაერიცხებათ სტიქიამდე თავიანთი ქონების საბაზრო ღირებულების რაოდენობის თანხა.
„არის შესაძლებლობა იმისა, რომ დაზარალებულმა ოჯახებმა თვითონ აირჩიონ თუ რომელი შეთავაზება სურთ. არის ერთი შეთავაზება, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის სულადობის მიხედვით ოჯახს, შემდეგ სტქიის ზონაში მოხვედრის დადასტურების შემდეგ ჩვენ ამ ოჯახებისგან სრულად გამოვისყიდით სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით მათ უიძრავ ქონებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს არ სურთ ეს შეთავაზება, მათ სრული უფლება აქვთ მუნიციპალიეტეტს მომართონ და უთხრან რომ თანახმა არიან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






