საქართველოს ირგვლის საფეხბურთო სკანდალები არ ილევა. ამჯერად აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ქართველი გულშემატკივრების აგრესიული საქციელის გამო საქართველოსაგან ოფიციალური ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ინფომაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო haqqin.az ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გუშინ თბილისის "დინამოსა" და აზერბაიჯანული "გაბალის" მატჩის შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანელი სტუმრები სცემეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა წაართვეს და ის ფეხით გათელეს.
გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უკვე მიმართა ოფიციალური განცხადებით მიეცეს თბილისის დინამოს გულშემატკივრების შეურაცხყმყოფელ საქციელს შეფასება და მიიღოს სათანადო ზომები.
"მოსალოდნელია, რომ უეფას საჩივრით საფეხბურთო კლუბ "გაბალის" პრეზიდენტმაც მიმართოს" - განაცხადა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სპიკერმა მიკაილ ნარიმანოღლუმ და დასძინა, რომ იმედოვნებს ქართული მხარე გულშემატკივრების საქციელს დაგმობს.
მასალის გამოყენების პირობები






