თბილისის უბნები, რომლებსაც 6 ივლისს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
საზოგადოება - 17:59, 03 Jul, 2015     1611

თბილისის ზოგიერთ უბანს 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

გეგმიური სამუშაოების გამო, 6 ივლისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IX, X კვარტლების, 414 დივიზიის შესახვევის, ანაპის და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ალმასიანის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ბერბუკის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ცაბაძის, სანაპიროს, და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: ზალდასტანიშვილის, 8 მარტის, ბოცვაძის, მაყაშვილის, ძმები კაკაბაძეების და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ილორის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ჯავახეთის, სანაძის, ქიზიყის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება უშანგის ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42