სეთ-თოფ-ბოქსების შეძენა საბანკო განვადებით იქნება შესაძლებელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:40, 03 Jul, 2015     971
3 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ-თოფ-ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, განხორციელდეს ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება. შესაბამისად, ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით.

ნათია მიქელაძის განცხადებით, „საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა კი, გვსურს გადავუხადოთ საქართველოს ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.“

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად, გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენასა და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში – გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეტ–ტოფ–ბოქსების“ შეძენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42