ალბათ ბევრს ახსოვს ისტორია დედაზე, რომელმაც შვილის გამოჯანმრთელების რწმენით, ლომისობის დღესასწაულზე ფეხშიშველმმა განვლო გზა ტაძრამდე. მაშინ ითქვა, რომ პატარა ბარბარეს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და უცხოეთში საჭიროებდა ოპერაციას.
ინფორმაცია ბარბარეს შესახებ სოციალური ქსელით თინათინ მოსიაშვილმა გაავრცელა, ის შემთხვევით გადაეყარა ფეხშიშველა დედას ლომისობის დღესასწაულზე და ემოციური პოსტით საზოგადოებას ბარბარეს დახმარება სთხოვა. თინათინი დღეს არანაკლებ ამაღელვებელ პოსტს ავრცელებს.
თინათინ მოსიაშვილი: ბარბარესთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩარიცხა 10 ათასი დოლარი, მერიამ - 10 ათასი ლარი, ხოლო საზოგადოებამ შეძლო 14 ათასამდე ლარის მობილიზება.
ანუ ოჯახს აქვს ოპერაციის ფული სრულად, ასევე მგზავრობის და იქ ყოფნის ხარჯი.
ოპერაცია დანიშნულია 11 აგვისტოს, ნათია, ლევანი და ბარბარე თურქეთში ჩავლენ 8 აგვისტოს (ბაირამის გამო პროცესი ცოტა გაიწელაო, ლევანმა მითხრა).
მოკლედ, საზოგადოების მობილიზებამ შედეგი გამოიღო. იმედია, ოპერაციაც წარმატებით ჩაივლის.
მასალის გამოყენების პირობები






