დაუბეგრავი მინიმუმის სახით 122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბრუნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:07, 03 Jul, 2015     1862
დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარიმართა. 3 ივლისის მონაცემებით, ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის ბაზაში დარეგისტრირდა, კუთვნილი თანხა უკვე დაუბრუნდა. შესაბამისად, საქართველოს 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო ჯამში ჩაერიცხა 122 960 752 ლარი. ამასთან, დღეიდან 30 სექტემბრის (დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღე) ჩათვლით რეგისტრირებული ელექტრონული დეკლარაციების მიხედვით, მოსარგებლე პირს თანხა დეკლარაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში დაუბრუნდება.

დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება საგადასახადო კანონმდებლობით დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის შემდეგ არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ იქნა თანხის მიმღები მოქალაქეების სოციალური სტატუსი, მათ კუთვნილი თანხა უმოკლეს ვადაში მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხის სწრაფი და ეფექტური გაცემა განხორციელდა სპეციალური გეგმის მიხედვით და მას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებითშესრულებულია გადაჭარბებით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს,რომ დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი - და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42