ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი საბერძნეთთან დაკავშირებით 2011 წლის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
„საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი ისევ გაგრძელდება. საბერძნეთის გარიცხვა ევროგაერთიანებიდან _ ეს არ მოხდება. თუკი ევროპა ამაზე წავა, ეს იქნება ევროპული პოლიტიკის დიდი მარცხი. ამიტომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა ძალზე საშიშია ევროპისთვის. გამოდის, რომ მათი ძალა და პოლიტიკა ნულს უტოლდება, რასაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს. რასაც ვხედავ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც საბერძნეთისთვის, ისე ევროპისთვის.
იქნება სერიოზული ცვლილებები. ვხედავ, გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საბერძნეთს ამ ურთულესი ჩიხიდან გამოიყვანს. ამაში, მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ამერიკის ხელი ურევია. ამ საკითხის ჩავარდნა ნიშნავს მოწინააღმდეგე ბანაკში იმ რწმენის გამყარებას, რომ ევროგაერთიანება, ევროსაბჭო არც ისე ძლიერია; რომ ისინი შინაურ საქმეებს ვერ ალაგებენ და საგარეოში რა უნდა გადაწყვიტონ? განსაკუთრებით კი მუსლიმური სამყაროა ჩასაფრებული და დაყურადებული. ეს ბევრ რამეს ცვლის. ისინი თავს უფლებას აძლევენ მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი ინტერესები გაატარონ და იმოქმედონ. არც არავის დაეკითხებიან! ასე რომ, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი გადაივლის! მართალია, ევროპას ეს ძალზე ძვირი უჯდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ!
საბერძნეთში მთავრობა იცვლება!!! მოდის ძლიერი ჯგუფი მთავრობისა, რომლის წევრებიც გაატარებენ ახალ რეფორმებს, ყველა პოლიტიკურ წინაღობებს გადალახავენ. ისინი არ გაჩერდებიან. "ხალხის სურვილი ერთია, მაგრამ რაც საბერძნეთის სახელმწიფოს სჭირდება, ეს უფრო მთავარია!" _ განაცხადებს მთავრობა _ "ამიტომ, კეთილი ინებეთ, და ქამრები შემოიჭირეთ ცოტა ხანს!" - ასეთი იქნება პასუხი ბერძენი მოქალაქეების მიმართ“, - ნათქვამია კაკულიას პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველებაში.
მასალის გამოყენების პირობები






