ფეხბურთის ფედერაციაში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ გადამყიდველებისაგან ელექტრონული ბილეთები არ შეიძინონ, რადგან ისინი შესაძლოა ყალბი იყოს, ასევე სუპერთასის მატჩზე შესვლის ერთ-ერთი წესის მიხედვით, დამატებითი გადამოწმების შემთხვევაში, მომხმარებლებს შეიძლება ბილეთთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთოვონ, ამიტომ, აუცილებელია იმ პირის დასწრება, ვინც ბილეთები თვითონ შეიძინა ონლაინ.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, მატჩზე საკმაოდ გაძლიერებული კონტროლი იქნება.
ამ დროისთვის სულ დაახლოებით 6000-ზე მეტი ონლაინბილეთია გაყიდული. ელექტრონულ ბილეთზე მყიდველის სახელი და გვარია დატანილი. ის ფეხბურთის ქომაგმა უნდა ამობეჭდოს, მისი ბარკოდი ტურნიკეტს დაადოს და სტადიონზე შევა. ფედერაცია მომხარებლებს ასევე მოუწოდებს, რომ საკუთარი ელექტრონული ბილეთები არ გაასაჯაროონ.
დარჩენილი 22 ათასი ბილეთი მომდევნო კვირიდან სალაროებში გაიყიდება.
გაეცანით ელექტრონული ბილეთების გამოყენების წესს:
თამაშზე დასასწრებად აუცილებელია ელექტრონული ბილეთის ამობეჭდვა, შავ-თეთრი ან ფერადი პრინტერით. წვიმისგან ბილეთის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, რომ ბილეთი დაბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე.
შეძენის შემდეგ, თქვენი ბილეთი ინახება Biletebi.ge-ს ვებ გვერდზე, რომელიც შეგიძლიათ დაბეჭდოთ მოგვიანებით.
დინამო არენაზე შესასვლელად აუცილებელია თან იქონიოთ დაბეჭდილი ელექტრონული ბილეთი.
ელექტრონული ბილეთების გადაცვლა სალაროშიარ მოხდება.
სტადიონზე შესასვლელად, ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR კოდი (შტრიხკოდი) უნდა მიუშვიროთ სტადიონის შესასვლელებში დამონტაჟებული ტურნიკეტების წამკითხველებს, რის შემდეგაც კარი გაიხსნება.
თუ ბილეთები გექნებათ შენახული ნეილონის დამცავში (ფაილში), სკანირების წინ აუცილებელია მოაცილოთ მას დამცავი საფარი, რათა ბილეთი დასკანერდეს და ასევე, თავიდან აიცილოთ ინფრაწითელი სხივის არეკვლა.
გაცნობებთ, რომ biletebi.ge ბილეთების საფასურს საკომისიოს არ ამატებს, ტრანზაქციის დროს დაემატება მომსახურე ბანკის საკომისიო, 2%მდე.
ბილეთი უცილებელია ნებისმიერი ასაკის დამსწრესათვის.
დამატებითი გადამოწმების შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ ბილეთთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, ამიტომ გთხოვთ, თან იქონიოთ იმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აუცილებელია ბილეთის მფლობელის დასწრება.
შეძენილი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა აკრძალულია.
შეძენილი ბილეთის ასლს/ სურათს ნუ გაავრცელებთ ინტერნეტში (Facebook, Instagram ან სხვა სოციალურ ქსელებში)
გთხოვთ, ნუ შეიძენთ ბილეთებს გადამყიდველებისგან, რათა თავი დაიცვათ გაყალბებული ან დუბლირებული ბილეთების შეძენისგან!
biletebi.ge
მასალის გამოყენების პირობები






