ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცლებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.
მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:
"გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.
ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).
არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.
გისურვებთ წარმატებებს,“-ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






