წყალსადენის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
საზოგადოება - 12:07, 02 Jul, 2015     1297

გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დამთავრდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწის ზედაპირი 4 822 კვ.მ. ფართობის გზის მონაკვეთზე მოიჭრა და დამუშავდა. მოიხსნა დაზიანებული ასფალტი და გრუნტი; დაიყარა და მოიტკეპნა ინერტული მასალა; მოეწყო ბორდიურების ახალი ზოლი და დაიგო 849 კვ.მ. 3 სმ სისქის ტროტუარი. შემდეგ დაიგო ორფენიანი, 6 და 4 სმ-ის სისქის ასფალტის საფარი. ქუჩის სიგრძე 630 მეტრია.

პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ ბიუჯეტიდან 351 902 ლარი გამოყო. სამუშაო პროცესი, ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს ,,გზამშენი 2''-მა აწარმოა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, გამგებლის მოადგილე გია თულაშვილმა და გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებმა შეამოწმეს.

გარდა ამისა, წყალსადენის ქუჩის N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა და გამაგრდა გზის საყრდენი კედელი, რომელიც 1 თვის წინ უხვი ნალექის გამო ჩამოინგრა. კედლის აღსადგენად 118 კბ.მეტრი ბეტონის ჩასხმა გახდა საჭირო. გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან

,,წყალსადენის ქუჩა სავალალო მდგომარეობაში იყო. გზა 40 წლის წინ შეკეთდა, ტერიტორიის დიდ ნაწილზე კი ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. აქ 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, არის მცირე საწარმოები, ბენზინგასამართი სადგური. კეთილმოწყობილი გზა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. წყალსადენის ქუჩა გარკვეულწილად განტვირთავს სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობას“ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42