"ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს!" - ხარაგაულში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები
საზოგადოება - 10:15, 02 Jul, 2015     32105

სოფელ ხუნევში 11 წლის ლევან ლომიძე უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ... ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.

რ.მ. (სოფლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა):

„მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, - შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო? მეორე დღეს, უკვე ექსპერტიზის პასუხი რომ გაიგეს, დედამისი მოთქვამდა, - შვილო, შენი მკვლელი, რეზი ლომიძე ჩვენთან ერთად გელოდებოდა საავადმყოფოში, რომ მომკვდარიყავი. ჩვენ რომ ვლოცულობდით, გეცოცხლა, ის იმას ნატრობდა, რომ ისე მომკვდარიყავი, ვერაფერი გეთქვა, იმან გვაჯობაო... სანამ ლევანი ცოცხალი იყო, საავადმყოფოს ეზოში იმდენ ხანს ვიდექით, რომ მოგვშივდა და იქვე ხაჭაპურები ვიყიდეთ, იმაზეც კი მოვიდა და მიირთვა! ეგ რა არის, ბავშვი რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ლევანის უბედური ოჯახი ოთახს ათავისუფლებდა, სადაც უნდა დაესვენებინათ და იმათაც კი ეხმარებოდა, ამ ოთახის დაცლაში. მეორე დღესაც სახლში იყო, პოლიცია რომ მოვიდა და წაიყვანა. მაგრამ სოფელს მაინც არ სჯეროდა ეს

ამბავი, სანამ ტელევიზიამ არ გამოაცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარაო. მერე მიცვივდა ხალხი და სახლი დაუწვა. მაგრამ უკეთესი იყო, თავადაც შინ ყოფილიყო და გამოეწვათ! როცა იქნება ციხიდან გამოვა და ცოცხალი დარჩება. ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს!


მასალა იხილეთ სრულად ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42