ამაღელვებელი წერილი და გიორგი კეკელიძის „სამკურნალო რეცეპტი“
საზოგადოება - 17:27, 01 Jul, 2015     1575

„ვკითხულობ ამ ჩანაწერებს სამჯერ, ოთხჯერ, ისევ თავიდან, ნელა, გააზრებულად და ჩემს უბედურ სახეს ღიმილი ეფინება, რომელიც შემდეგ სიცილში გადადის“, - წერს ჟუჟუნა ბებო. გიორგი კეკელიძის „გურულმა დღიურმა მოხუცი ისე მოხიბლა, რომ ვრცელი და ამაღელვებელი წერილი დააწერინა.



უჭკვიანესო, უნიჭიერესო და უსაყვარლესო შვილო გიორგი


14 მაისს, ჩემი დაბდაების დღის აღსანიშნავად, ჩემმა შვილიშვილმა ნატუკამ მაჩუქა „გურული დღიურები“. (ასაკს შეგნებულად არ ვასახელებ, მრცხვენია რომ ცოცხალი ვარ, თუმცა თქვენი ტერმინისა არ იყოს, არც ისე „გამოშტერებული“ და „გამოპენტერებული“ ვარ, ან არც ისეთი - „გურულ ლექსიკონში რომ წერია“, აზროვნებაც შემიძლია და წერაც).


ახლა რაც შეეხება ჩემს უბედურებას. ორი თვის წინ დავკრძალე ჩემი ვაჟიშვილი ვახო ჯიბლაძე (სიკვდილის ტოლფასია ამ სიტყვის ხსენება ჩემთვის). ჩემი მწუხარების და დეპრესიის გადმოცემა ენით შეუძლებელია, ამას თქვენისთანა ნიჭიერი მწერალიც ვერ შეძლებს. ნატომ ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობის, ცოტათი მაინც, შესამსუბუქებლად შეარჩია ჩემთვის „სამკურნალო რეცეპტი“ „გურული დღიურები“.


ამ წიგნის ავტორს, როგორ შეიძლება არ მოგეფერო და არ მოგმართო იმ სასიყვარულო სიტყვებით, რითაც თქვენთან საუბარი დავიწყე. მაოცებს, ასეთ ახალგაზრდა ასაკში თქვენი საოცრად წარმატებული ბიოგრაფია. ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ, წარმომიდგენია რას მიაღწევთ და ვინ იქნებით მომავალში. დიდება თქვენს მშობლებს, მაგრამ აკაკისა არ იყოს „ბუნებამაც ხომ გიშველათ“ და რაც მთავარია გურული ხართ. მეც სულით და ხორცით ნაღდი გურული ვარ. ოზურგეთის კონჭკათში დაბადებული.

60 წელია თბილისში ვცხოვრობ, მეუღლეც გურული მყავდა, ოღონდ თბილისელი გურული, გურიის ღელე პირველად მე ვაჩვენე, ჩვენ „ტუნელსიქეთა“ გურულებს გვეძახდა. ოზურგეთი თავიდანვე ისე გამოირჩეოდა გურიის სხვა რაიონებიდან, როგორც ვაკე თემქიდან და ვაზისუბნიდან.

თქვენს მიერ გადმოცემული გურული ცხოვრება და კილოკავები ჩემი ბავშვობის დროინდელია. გურული გამონათქვამები და დიალექტები დიდი ხანია დავიწყებული მქონდა, ახლა მაგონდება, თან ვტირი თან მეცინება. ვკითხულობ ამ ჩანაწერებს სამჯერ, ოთხჯერ, ისევ თავიდან, ნელა, გააზრებულად და ჩემს უბედურ სახეს ღიმილი ეფინება, რომელიც შემდეგ სიცილში გადადის. ამისათვის დიდი მადლობა ეს თქვენი ნიჭის დამსახურებაა.
გისურვებთ დიდი ხნის ბედნიერ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს მთელი საქართველოს სასახელოდ.

თქვენი ბებო ჟუჟუნა სიორიძე

პ.ს. ისე, რომანის დაწერას მაინც ნუ გადადებთ, წაკითხვა ხომ უნდა მოვასწრო...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42