„ჩვენი ბოზი ემა“
ბოზი
ვიცოდი რომ ბოზს ეძახდნენ, მაგრამ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა... ის ჩემთვის ერთი ლამაზი და კეთილი ქალბატონი იყო, რომელიც უბნის ბავშვებს მოფერებით " ცუნცულებს" გვეძახდა და ჩვენს დანახვაზე მომხიბვლელად იღიმებოდა...
- ახლოს აღარ გაეკარო ბალღსა შე უნამუსო! - იყვირა ლამზირა დეიდამ და ემას მიაფურთხა...
- ჭირიანი ხომ არ ვარ, ბავშვს მოვეფერე. რა დავაშავე ლამზირა ასეთი?
- არ სჭირდება ჩემს შვილს ბოზების მოფერება! არ აკლია მომფერებლები!
- ბავშვებთან მაინც ნუ მეუბნები ამ სიტყვას ქალო. ასე რამ გაგაცეცხლა?!
- ცეცხლი და ნავთი არ მოაკლდეს შენს გვარს და მოდგმას დასაწველად! - ცხარობდა გაცოფებული ლამზირა დეიდა და პატარა ნუციკოს სახლისკენ ძალით მიათრევდა...
- ბოზები ცუდები არიან? - ინტერესით ვიკთხე მამაჩემს და მუხლზე ჩამოვუჯექი.
- მაგას მერე გაიგებ...
- როდის?
- როცა დიდი ბიჭი გახდები...
და მეც ველოდებოდი, როდის გავხდებოდი დიდი, რომ გამეგო რას ნიშნავდა ბოზი...
დეკემბრის ბოლოს ისე ხვავიანდ ჩამოთოვა, რომ ბავშვები მის საფარში ვიმალებოდით. ჩვენს სიხარულსა და ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. "პალიანკის" გორაკიდან გადაბმული ციგებით ვეშვებოდით და მთელი დღე ასე მატარებლობანას თამაშში გაგვყავდა. მემანქანეებიც მორიგეობით ვიცვლებოდით და აი ნუცას ჯერიც დადგა...
ქათქათა თოვლი უეცრად გაწითლდა... კისრიდან შადრევანივით ამოფრქვეულმა სისხლმა ბავშვები ისტერიკაში ჩაგვაგდო და განწირული ხმით აგვაყვირა. ნუცას თვალებმა სიმწრის ცრემლების გადმოდენაც კი ვერ მოასწრო ისე გაიყინა...
ვიღაც კაცმა, მისი უსულო სხეული ხელში აიტაცა და გაიქცა... მამა გვიან ღამით დაბრუნდა საავადმყოფოდან... მე, თავზე საბანწაფარებული ველოდებოდი მის ხმის გაგონებას და ეს მოლოდინი ტანში მზარავდა: ოღონდაც არა თქვას, რომ მოკვდა, ვფიქრობდი და საუკუნესავით გაწელილ წამებს შინაგანად ვუჯანყდებოდი...
- მშვიდობა თუა ჩვენს თავს? - აკანკალებული ხმით იკითხა დედამ...
- გადარჩა ! - თქვა მამამ და სავარძელზე მოწყეტით დაეშვა.
- დიდება ღმერთო შენს ძალას!
-ემაა... ბოზი ემა...
- რა ემა? ხმა ამოიღე კაცო?!
- მხოლოდ მას აღმოაჩნდა იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც სჭირდებოდათ...
სიხარულისგან მამას კისერზე შემოვეხვიე... ბედნიერი, საწოლიდან საწოლზე დავხტოდი და მთელი ხმით ვყვიროდი - მეც გავიზრდები და ვიქნები ბოზი! ბოზი, რომელიც ყველაზე კეთილია! თქვენც ხომ გინდათ ვიყო ბოზი? - ვეკითხებოდი ორივეს და ვერ ვხვდებოდი ისინი, რატომ იცინოდნენ და ტიროდნენ ჩემთან ერთად.
*** რამდენიმე წელი იყო გასული...
მე და დედა ავტოსადგურში ბილეთების შესაძენად შვედით.
- ლამზირა ეს რა ხდება, რატომ ხარ შავებში? - იკითხა გაკვირვებულმა დედამ.
- ერთი კვირის წინ ემა გარდაიცვალა აბსთუმანში, ტუბერკულიოზით - უპასუხა ლამზირა დეიდამ და თვალზე მომდგარი ცრემლი შავი ხილაბანდით შეიწმინდა.
- რომელი ემა?
- აი ის, "ჩვენი ბოზი ემა" ნუციკო, რომ გადაგვირჩინა.
დღემდე გონებიდან არ ამომდის ეს სიტყვები "ჩვენი ბოზი ემა" . სიტყვები, რომელიც ერთნაირად იყო გამსჭვალული ტკივილით, სიყვარულით, თანაგრძნობით, სინანულით და მაინც ყოველ ამ მნიშვნელოვან ადამიანურ ღირებულებას თან ახლდა სოციუმური მარაზმი "ბოზი ემა".
ავტორი: სულა სულაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






