გარდა ამისა, პირველ ეტაპზე, ასევე, რეგისტრაციას გაივლიან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები, რომელთაც რეგისტრაციის პროცესში „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები დაეხმარებიან.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველი ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, დარეგისტრირებას 8 ივლისიდან შეძლებენ.
დამატებითი ადგილების შესაქმნელად, 2014 წლის სექტემბრდიდან დღემდე, ბაგა-ბაღების გამოუყენებელ ოთახებში ახალი ჯგუფების გახსნით, დამატებით 3500-ზე მეტი ბავშვის მიღება მოხერხდა. თუ 2014 წლის სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 49500-მდე იყო, წელს 53500-ზე მეტია. ახალი ჯგუფების გარემონტება გაგრძელდება ზაფხულშიც. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად საბავშვო ბაღის 4750-მდე აღსაზრდელი ბაღებში რჩება, ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, 10 000-მდე ბავშვის მიღება მოხდება. ეს შედეგი ბოლო თვეების განმავლობაში ჯგუფების დამატების ხარჯზე იქნა მიღწეული.
ასევე, დაწყებულია 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქედან, მოსკოვის გამზირზე, 500 ბავშვზე გათვლილი მშენებარე #128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბრის თვიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი სააღმზრდელო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში, წინა წლებში დახურული #132-ე ბაგა-ბაღიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული #56-ე ბაგა-ბაღის აღდგენითი სამუშაოებიც, რომელიც სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში.
გასულ წლებში ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თბილისის მერიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა სარეგისტრაციო პროგრამის შემოწმება, რათა ხარვეზები მინიმუმამდე შემცირდეს.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე www.kids.org.ge
მასალის გამოყენების პირობები






