აეროგადაღების საფუძველზე შეიქმნება საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი, მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალისგამოყენებით კი განახლდება გეოგრაფიული მონაცემები - რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრებისსაზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი,დედამიზის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა.
აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტ ანალიზს და შექმნის მნიშვნელოვანსაფუძველს გარემოს დაცვითი კვლევების, გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიისა და სხვა დარგების კვლევითი სამუშაოების განსახორციელებლად.
აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ივლისის დასაწყისში განახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთადაღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც.
პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიისორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.
პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი,რომლის არეალს საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.
„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისისაერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს.
მასალის გამოყენების პირობები






