ლევან ვასაძე რუსულ ფინანსურ ჯგუფ „სისტემას“ დაუბრუნდა
საზოგადოება - 22:00, 30 Jun, 2015     4669

„ვედომოსტის“ ინფორმაციით, რუსული ფინანსურ–სამრეწველო ჯგუფის „სისტემას“ მმართველობის საბჭოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაუბრუნდა. ვასაძე , რომელიც წარსულში კორპორაციის ერთერთი საკვანძო ტოპმენეჯერი იყო, კვლავ კორპორაციის ვიცე––პრეზიდენტი გახდა და ერთ-ერთი საინვესტიციო პორტფელი ჩაიბარა.

ამასთანავე „ვედომოსტის“ ინფორმაციით „სისტემას“ მმართველობა დატოვეს პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა ანტონ აბუგოვმა და კრისტოფერ ბაქსტერმა.

ვასაძე „სისტემაში“ 1998 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა და პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, იმ პერიოდში ის სტრატეგიული განვითარების საკითხებს კურირებდა და ხელმძღვანელობდა „ემ ტე ეს“–ის IPO–სთვის მომზადებას, ასევე თავად კორპორაციას, „კომსტარასა“ და „სისტემა გალსს.“

2006 წელს ის სათავეში ჩაუდგა სადაზღვევო კომპანია „როსნოს,“ რომლის თანამფლობელიც „სისტემა“ იყო.

რამდენიმე თვეში გერმანულმა კომპანია Allianz–მა „როსნო“–ში „სისტემას“ წილი გამოისყიდა და ვასაძემ კომპანია დატოვა. მომდევნო წლებში მან პარტნიორებთან ერთად დააარსა საინვესტიციო ფონდები Prometheus Capital Partners და CIS Acquisition. ეს უკანასკნელი გასული წლის სექტემბრიდან ერთიანდებოდა ჩინურ ქიმიურ კომპანია Delta Technology Holdings Ltd–სთან. Prometheus–მა 2010 წელს ზოომაღაზიების ქსელი „ბეთჰოვენი“ და „ზოობუმი“ შეიძინა. „ვედომოსტი“ წერს, რომ ლევან ვასაძემ ასევე დააარსა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მართლმადიდებლური სასწავლებელი საქართველოში.

რუსული საფინანსო–სამრეწველო ჯგუფ „სისტემას“ შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს. კომპანია Fortune Global 500-ის 2013 წლის სიაში 308–ე ადგილს იკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42