რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი ადგილობრივ წისქვილ-კომბინატებს პრობლემებს უქმნის
საზოგადოება - 19:09, 30 Jun, 2015     4762
მეხორბლეების ასოციაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე არასამართლიან ფასებსა და რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის და ხორბალის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი თქმით რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია ადგილობრივ წისქვილ-კომბინატებს პრობლემებს უქმნის, რის გამოც შესაძლებელია, წელს ფერმერებისგან მოსავლის სრულად ჩაბარება ვერ მოხერხდეს. ასოციაციის წარმომადგენლები წისქვილ-კომბინატების ნაწილის დროებით გაჩერებას არ გამორიცხავენ.

საქართველოს წისქვილკომბინატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, თუ წისქვილ-კომბინატები ქართულ ხორბალს შესაბამისი რაოდენობით ვერ მიიღებენ მათ გაჩერება, ან ნახევარი სიმძლავრით მუშაობა მოუწევთ.

„არასამართლიანი ფასის ცნება და თემა ეს არის რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი, წისქვილკომბინატები შეიძლება პრობლემის წინაშე დადგნენ და ან გაჩერდნენ, ან ნახევარი სიმძლავრით იმუშაონ, რადგან ისინი ქართულ ხორბალს შესაბამისი რაოდენობით ვერ მიიღებენ“- განაცხადა სილაგავამ.

საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გოდერძი ჩანქსელიანის თქმით ფქვილის შემოტანა არაკანონიერი გზით, დაბალ ფასებში ხდება , ამის გამო კი ადგილობრივი წარმოება გაჩერების ზღვარზეა :

„მოვითხოვთ, რომ უფრო გაკონტროლდეს შემოტანილი ფქვილის რაოდენობა და ხარისხი და გაკომტროლდეს მისი შემოტანის გზები“- განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42