კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:15, 30 Jun, 2015     962
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 30 ივნისს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. შეხვედრას ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის პირველი შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორს შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმის პროექტზე მსჯელობისთვის და ასეთი დისკუსიების გამართვა დაინტერესებულ მხარეებს შორის შემდგომშიც არის დაგეგმილი.

„დღეს იწყება დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე. 31 ივლისამდე უნდა დაიდოს რეფორმის საგზაო რუკა, პირველი სექტემბრისთვის უნდა მომზადდეს უკვე დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, ხოლო წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს საკანონმდებლო ცვლილებათა სრული პაკეტი. ასეთი გეგმა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან ერთად შემუშავებული, რომელთან ერთადაც ვიმუშავებთ დიაგნოსტიკურ რეპორტზე.ეს გრაფიკი გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული გეგმის ჩარჩოებში“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ დიალოგი იყოს მაქსიმალურად ღია, რათა წამოწყებული რეფორმა სწორად განხორციელდეს. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმის კუთხით ნაბიჯების გადადგმა ხდებასაპენსიო რეფორმის პარალელურად, რომლისწინასწარი ვარიანტიც უკვე დამტკიცებულია. „საპენსიო რეფორმის შედეგად მოხდება მნიშვნელოვანი რესურსების აკუმულირება ადგილობრივ ვალუტაში. ამ რესურსების აბსორბცია უნდა მოხდეს საქართველოში და არამარტო საქართველოში არსებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელური ნაბიჯებით განვახორციელოთ ეს რეფორმა და მივიდეთ იმ ფორმულამდე, რომელიც ოპტიმალურ შედეგს მოგვიტანს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე კერძო და საჯარო სექტორს შორის გამართული შეხვედრა აზიის განვითარების ბანკისა და USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42