თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა
საზოგადოება - 14:44, 30 Jun, 2015     750
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განახლებადი და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოფენა გახსნეს.

გამოფენა თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაიხსნა და მასში ოცამდე ადგილობრივი კომპანია მონაწილეობს. ენერგოეფექტური პროდუქციის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა სახის ენერგოდამზოგავი ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა აქვთ წარმოდგენილი. მოქალაქეებს ენერგოეფექტური მოწყობილობების დათვალიერება და გამოფენილი მასალის/ტექნიკის უპირატესობების შესახებ კონსულტაციის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

"გამოფენაზე, რომელიც „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში იმართება, გამოფენილია მწვანე და თანამედროვე ტექნოლოგიიით შექმნილი პროდუქცია. ეს არის მომავლის ტექნოლოგია. მსგავსი პროდუქციით მომავალში შესაძლებელი იქნება იმ შედეგების მიღწევა, რომელმაც ცხოვრების პირობები უკეთესი უნდა გახადოს. აქ გამოფენილი პროდუქცია ენერგიის მეტად დაზოგვის და სათბური აირების ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა. ამ კუთხით გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის საინტერესოა",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე სტუდენტურ-არქიტექტურულ კონკურსში მონაწილე ენერგოეფექტური პროექტებიც არის გამოფენილი, გამარჯვებული პროექტის ავტორი დღის ბოლოს გამოვლინდება.

თბილისის მერია ევროკავშირის ინიაციატივა - „მერების შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის’’ გამართვას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს. კვირეულის გამართვის მიზანია მოქალაქეებისათვის იმ უპირატესობებისა და შესაძლებლობების ჩვენება, რომელიც ენერგიის რაციონალური გამოყენებით მიიღწევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42