უამრავთა ხმაურიანი კომენტარი მოჰყვა მთავრობის მიერ დაანონსებულ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანას ქალაქის ცენტრში. ამავე საკითხს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც გამოეხმაურა და რჩევა-დარიგება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა.
ნიკოლოზ რურუა: „თუ ქანდაკებების აქეთ-იქით ტარებაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდება მთავრობა, უკეთესი იქნება, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტილი აქვთ აღმაშენებლის ძეგლის დიღმიდან მოხსნა და სადმე გადმოტანა, ქალაქის უფრო ცენტრალური უბნებისკენ, ყველანაირი სარკაზმის და დაცინვის გარეშე ვჩუქნი იდეას:
დავით აღმაშენებლის ქანდაკება გადმოტანილ იქნას მარჯანიშვილის მოედანზე, ანუ იქ, სადაც მდებარეობს ჩვენი ამ დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირი.
მოედნის ცენტრი და მისი რადიუსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ მონუმენტმა ოპტიმალური, ლოგიკური და საბოლოოდ ადგილი იპოვოს იმ ქალაქში, რომელიც მან ოდესღაც მტერს გამოგლიჯა ხელიდან“.
მასალის გამოყენების პირობები






