აღნიშნული ზონის მომხმარებლები სახლის ანტენით სიგნალს ვერ მიიღებენ, თუ მას არ ექნება შესაბამისი ტელემიმღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზრს დაჭირდება დამატებითი მოწყობილობა - სეთტოფბოქსი.
ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.
სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, "საქართველოს ფოსტის" შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.
მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. სეტ-ტოპ-ბოქსის შეძენის დროს მომხმარებლმა სასურველია შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება, კერძოდ, აქვს თუ არა მიმღებს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა, აჩვენებს თუ არა ქართულ პროგრამებს, შეუძლია თუ არა ქართული შრიფტის აღქმა და პროგრამების გზამკვლევის ჩვენება, მოჰყვება თუ არა ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია და HDMI, RCA ან SCART კაბელი, აკმაყოფილებს თუ არა სეთ-თოფ ბოქსი უსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს სეთ-თოფ ბოქსის საგარანტიო პირობები.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" ცხელ ხაზზე - 1480, ან ეწვიოს შემდეგ ვებგვერდებს - www.digitaltv.ge და www.gncc.ge.
მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება, კერძოდ, 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში.
2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში, მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში
2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში.
2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში
2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში.
2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. თელავში, ცივის მთაზე, ქ. სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდერში, დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში..მასალის გამოყენების პირობები






