საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:08, 30 Jun, 2015     958
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რასაც, ხელი კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ შეუწყო.
კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა. წინასწარი მონაცემებით, წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებია.
ჯამში წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება.
შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს.
სამინისტროს მხარადჭერით მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყანაში დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს. შირაქის ველზე, 17 ჰექტარზე ფერმერ გიორგი თეთრაშვილს ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი. ფერმერმა წელს ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.
ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექნიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს. „მექანიზატორის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა მოსავლის უდანაკარგოდ აღებას უზრუნველყობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შირაქის ველზე მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42