საქართველოში დაბადებულ პირველ სიამის ტყუპს, დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. პატარების დედასთან ინტერვიუ „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა. როგორც თებროლე და თამარ ვაშაყმაძეების დედა მარიამ ლეჟავა ამბობს, მსგავსი ოპერაცია საქართველოში არასდროს გაკეთებულა და უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები ოჯახს არ აქვს.
გოგონები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ.
„პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.
მარიამ ლეჟავა: - როგორც მითხრეს, ჩემი გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.
ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
P.S. ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვაშაყმაძეების ოჯახს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს.
თიბისი ბანკი: მიმღები მარიამ ლეჟავა
GE42TB7003242365100009
სრულად იხილეთ „კვირის პალიტრა“
მასალის გამოყენების პირობები






