"ბავშვი სისხლისგან იცლებოდა" მამინაცვალმა 3 წლის გერი გააუპატიურა - საზარელი დანაშაულის დეტალები
საზოგადოება - 17:41, 29 Jun, 2015     25879
პატარა გოგონას ბებიისა და დედის ინფორმაციით, 29 წლის ა. კ.-მ, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო, 28 აპრილს სამი წლის გერი გააუპატიურა.­ იმ დროს მისი მეუღლე პროდუქტების შესაძენად იყო წასული. დანაშაულის დასაფარავად მამინაცვალმა ბავშვი საწოლში დააწვინა და მაღაზიიდან დაბრუნებულ მეუღლეს უთხრა, გოგონას ჩაეძინაო.

ა. კ. მეორე დღესვე დააკავეს. შს სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აღიძრა ("სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედება, წინასწარ შეცნობით მცირეწლოვნის მიმართ"). ექსპერტიზამ ა. კ. შეურაცხადად ცნო და ახლა იგი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს...

ექსპერტიზა გოგონასაც ჩაუტარდა. დადასტურდა, რომ ბავშვი გაუპატიურებულია...

ვ. ქ. გოგონას დედა: - ბოლო ორი თვე შეიცვალა,­ ჩხუბობდა, არ მოსწონდა ჩემი დალაგებული სახლი და გაკეთებული­ საჭმელი, მცემდა კიდეც, მაგრამ რას ვიფი­ქრებდი, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. იმ საზარელ დღეს მაღაზიაში გავედი. ბავშვი­ ოთახში თამაშობდა. დედამთილს ვთხოვე, ბავშვს­ მიხედე-მეთქი. მალე დავბრუნდი. მისაღებ ოთახში ბავშვი აღარ დამხვდა. მოვიკითხე. დედამთილმა მითხრა, დავაძინეთო. საძინებელში რომ შევედი, ბავშვი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. სიცხე გავუზომე, 39-მდე ჰქონდა. პამპერსის გამოცვლა დავაპირე... ბავშვი სისხლისგან იცლებოდა. დედამთილს და მეუღლეს მივვარდი, რა დაემართა ჩემს შვილს-მეთქი. იმათ - ალბათ, სათამაშო მოირტყაო... მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. მას პატრულიც მოჰყვა. ჩემმა ქმარმა პატ­რული რომ დაინახა, ცემა დამიწყო... ბავშვი­ იაშვილის კლინიკაში წავიყ­ვანეთ. არ უთქვამთ ექიმებს, რა სჭირდა... რას ვიფიქრებდი, ასეთი საშინელება თუ ჰქონდა ჩემს ქმარს გაკეთებ­ული. ბავშვი გვიან ღამით შინ წამოვიყვანეთ.

მეორე დილით სოციალური მუშაკი მოვიდა პატრულთან ერთად­, - საავადმყოფოში უნდა გადავიყ­ვანოთო. ჩვენ სასამართლოში წაგვიყვანეს. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში ამბობს, პასტით მივაყენე დაზიანებებიო... არადა, გააუპატიურა, ბავშვზე ძალა იხმარა...


ვრცლად www.kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42