უცნობი მამაკაცის ვინაობა, რომელთანაც ნინა საცურაო კოსტიუმში პოზირებს და რომელმაც ფეისბუკ მომხმარებელთა ინტერესი გამოიწვია „ნიუპოსტს“ თავად მომღერალმა გაუმხილა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი წკრიალაშვილის ახალ ამპლუაზე, სიმღერაზე, რომელიც პავლიაშვილმა აჩუქა და „სტერვა“ ნინაზე.
ნინა წკრიალაშვილი:
კომედი შოუმ გააკეთა ახალი გასართობი შოუ "შენი შანსი", რომელიც COMEDY არხის ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 21:00 ზე გადის, ამ შოუში ზალიკო ბერგერთან და მამულიჩასთან ერთად ჟიურის წევრი ვარ. ძალიან სახალისო პროექტია, ეს არის კონკურსი რომელშიც ჟანრობრივად არა ხარ შეზღუდული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მიონაწილეობა, აქ არის სიმღერა, ცეკვა, ილუზიონისტებიც გამოდინ...
ერთი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში, ვფიქრობ რომ ხალხს ძალიან შეუყვარდება ეს პროექტი, რადგან უკვე ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან. მახარებს ის ფაქტი, რომ რუსთავი 2 კომედი არხთან ერთად არ ჩერდება და აკეთებს ახალ-ახალ პროექტებს, რომ ნიჭიერ ადამიანებს გზა გაუკვალონ.

- ანუ მომღერლობიდან ტელევიზიაში გადაინაცვლე, ხან წამყვანად გვევლინები და ხან ჟიურის წევრად?
-მინდა გითხრათ, რომ ერთი ძალიან კარგი სიმღერა ჩავწერე. სოსო პავლიაშვილმა მაჩუქა თავისი ძველი სიმღერა და რიმეიკი გავაკეთეთ. კიდევ ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას. მე იმდენად მიყვარს სიმღერა რომ არ ვჩერდები, მაგრამ სასიმღერო კონცერტები არ ტარდება და სახლში ვმღერი ჯერჯერობით. დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისევ ბევრი კონცერტი გაიმართება. მარტო მე არა, ერს, ერი ელოდება თუ როდის გათენდება ეს მშვენიერი დღე.
- რომელი სიმღერა გაჩუქა პავლიაშვილმა?
-სოსომ მაჩუქა სიმღერა „ჩემთან იქნები“, რომელიც ადრე იმღერა ქუჩის ბიჭებთან ერთად. ახლა არანჟირება აბსოლუტურად თავიდან გაუკეთა და არანჟირებაც მაჩუქა. ჩავწერე და მალე მოისმენთ. რადიოში გავიდოდა აქამდე, უბრალოდ ამ სამწუხარო მოვლენების გამო გავაჩერე, უხერხულია რა დროს ახალი სიმღერაა.

-ამ გადაცემაში შენ მამულიჩა და ზალიკო ბერგერი, სამი მეგობარი ერთად ხართ, მეგობრებმა მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ერთად ყოფილიყავით?
-არა, ეს გადაწყვიტა არხის დირექციამ მიიღო. უბრალოდ დაემთხვა ასე და ვფიქრობ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაც არის. მამულიჩა გვაბალანსებს მე და ზალიკოს. რადგან ზალიკო ზედმეტად მხიარული და კეთილია, მამულიჩა არის ცოტა მკაცრი და მე ცოტა „სტერვა“ გამოვდექი. ეს ახლა აღმოვაჩინე, არადა მეგონა რომ არ ვიყავი, ანუ რასაც ვფიქრობ იმას ვახმოვანებ.
-იმ ფოტოზეც უნდა გკითხო, რომელიც სოციალურ ქსელში დადე და მთელი ინტერნეტსივრცე აალაპარაკე. კითხულობენ, - ვინ არის ეს ახალი ტიპიო...
-ახალი ტიპი რაა, ძველი ტიპი ვინ იცის ეგ მაინტერესებს?! ეს ტიპი არის ჩემი ნათლულის მამა დიმა კორთხონჯია, მასთან ვართ ეზოში, ვერ ვხვდები ეხლა უნდა დავაწერო ფოტოებს სახელები და გვარები? დიმა არ ცხოვრობს საქართველოში და აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის ოჯახთან ერთად. ეს ფოტოც მისმა მეუღლემ გადაგვიღო. რა ვიცი აბა, კიდევ რა აინტერესებთ? იცი, როცა რამე დასამალი მაქვს არასოდეს არ დაუდია არავის. როცა რამეს საჯაროდ ვდებ ყველამ იცოდეს რომ აქ არაფერი არ არის დასამალი, არც ეგეთი შტერი არ ვარ.

მასალის გამოყენების პირობები






