შპს რუსთავის ფოლადი რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას იწყებს
საზოგადოება - 15:07, 29 Jun, 2015     750
კომპანია „რუსთავის ფოლადი“ რამდენიმე ასეული მუშაკის სამსახურიდან დათხოვნს გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფოლადის ნაწარმზე ფასის მკვეთრი ვარდნა გახდა.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ უკანაკნელს წლებში „რუსთავის ფოლადი“ წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავების შედეგად, შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი - წიდის მარაგის გამოყენება, რამაც საწარმოსთვის ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

„რუსთავის ფოლადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზოთ.

„შპს რუსთავის ფოლადი იწყებს რამდენიმე ასეული მუშაკის დათხოვნას. ეს მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა ფასების მკვეთრი შემცირებით, ასევე ადგილობრივი - კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით გამოწვეული შეზღუდვებით.

ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსთვის საშუალოდ 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია რუსთავის ფოლადის საფინანსო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. 2015 წლის დასაწყისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების რიგი ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე.

ამასთან ერთად, უკანასკნელ წლებში რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში, გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი - წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4553 ლარსა და 48 თეთრზე დაობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას.

ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მენეჯმენტი იძულებულია მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით, მასიურად დაითხოვოს თანამშრომლები.

რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაურესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას,“-ნათქვანია შპს რუსთავის ფოლადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42