,,სამწუხაროა რომ ვერცერთმა პარტიამ თუ პოლიტიკოსმა მედიასთან ურთიერთობა ვერ ისწავლა. გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები ჟურნალისტებს საკუთარ რანგში - კონკურენტებად განიხილავენ და ებრძვიან. ეს არაა დემოკრატიის სტანდარტი. მედიაზე ზეწოლა ამ საშუალების მონოპოლიზებას ისახავს მიზნად რაც დაუშვებელია.
ვისწავლოთ საწინააღმდეგო არგუმენტებთან გამკლავებაც და ზოგჯერ დათანხმებაც, შევეგუოთ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
ბევრ ჩემს მეგობარს უთქვამს, რომ ამა თუ იმ ტელევიზიაში არ უნდა მივიდეთ, რადგან იქ გვამცირებენ. მაშ რით განვსხვავდებით ხელისუფლებისგან, რომელიც მედიის ზოგ წარმომადგენელს ებუტება?
როდესაც რინგზე ავდივართ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც მოგვხვდება და ეს ასეც უნდა იყოს. დღეს არ გვაქვს იმის პოლიტიკური ფუფუნება თუ მორალური უფლება, რომ ეთერში საუბარს და პასუხის გაცემას მოვერიდოთ.
ჩემი პოზიცია ასეთია და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია“ - წერს მუხრან ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






