რაში უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ კეთილი ნება და არის თუ არა ჩოხატაურის სოფლებში სასმელი წყალი უსაფრთხო?!
საზოგადოება - 14:55, 29 Jun, 2015     731

ჩოხატაურში მცხოვრები ასობით ოჯახი ჭის წყალს მოიხმარს. მათი უმეტესობა ლაბორატორიულად არ შეუმოწმებიათ. ვინც შეამოწმა, მან ორი სახის პასუხი მიიღო - წყალი დაბინძურებულია, ან არ შეიცავს იმ მინერალებს, რაც ადამიანის ორგანიზმმა სასმელი წყლისგან უნდა მიიღოს. მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდებაზე ან იმ წყლის ხარისხის კონტროლზე, რომელსაც მოსახლეობა ჭიდან მოიხმარს, არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ იღებს პასუხისმგებლობას. სპეციალისტის თქმით, ასეთი მიდგომით შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს.

„სოფლებში ძირითადად ჭის წყალზე ვართ დამოკიდებული, რამდემინე წელია არავის შეუწმებია ეს წყალი. ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება წყლის სინჯებში ფული გადავიხადოთ, ბავშვებს ამ წყალს ვასმევთ და იქნებ არ ვარგა სასმელად. თუ დაბაში შეამოწმეს წყალი, ჩვენ არ ვართ ადამიანები?! Gგასაგებია არ გვაქვს “კრანის” წყალი, მაგრამ რაც გვაქვს, იქნებ ის გვწამლავს. სოფლებში საბავშვო ბაღებიც ჭის წყალს მოიხმარს. მეზობელმა წყალი ლაბორატორიულად შეამოწმებინა და უთხრეს, რომ დაბინძურებული, სასმელად უვარგისია, მაგრამ მაინც მოვიხმართ. სხვა წყალი, უბრალოდ, არ არსებობს. ბოლო არჩევნებზე ერთი კაცი იყო მოსული, ხელი მოგვაწერინა, რომ ხმას თუ მივცემდით, წყალს გაგვიკეთებდა. არჩევნების შემდეგ არც ის კაცი გამოჩენილა და არც წყალი შემოწმებია და გამოუყვანია ვინმეს“. - აცხადებს მოსახლეობა.

დაბა ჩოხატაურის მოსახლეობას სასმელად წყალი ღორთაფონის წყალსაცავიდან მიეწოდება. გაერთიანებელი წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სევრსცენტრის ხელმძღვანელი, დავით ცერცვაძე აცხადებს, რომ

რეზერვუარზე წყლის მიკრო ანალიზის გამოკვლევა ყოველდღიურად ხდება, მისი თქმით, დაბის მოსახლებისთვის მიწოდებული წყალი დასალევად ვარგისია. ცერცვაძე ამბობს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის კომპეტენციაში სოფლებში წყლის შემოწმება არ შედის.

„ჩვეულებრივ სტანდარტულ პროცედურებში შედის რეზერვუარზე წყლის მიკრო ანალიზის ყოველდღიური გამოკვლევა, ასევე ყოველკვირეული წყლის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი და ასევე ყოველკვირეული ბაქტეროლოგიური ანალიზი. დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წყალი დასალევად ვარგისია. რაც შეეხება სოფლებს, გეტყვით რომ ჩვენ მაგაზე პასუხისმგებელი არ ვართ. ეს საკითხი მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ დაბის მოსახლეობაზე”, – აცხადებს ცერცვაძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა იწმუნება, რომ ჩოხატაურის სოფლებში, საბავშვო ბაღში წყალი შემოწმებულია. გამგებელი განმარტავს, რომ მოძველებული წყალსადენი მილები უახლოეს პერიოდში გამოიცვლება, ხოლო ჭის წყლის შემოწმება, თავად მოსახლეობამ უნდა განახორციელოს.

„ჭის წყლის შემოწმრბაზე მომართვა გამგეობაში არ ყოფილა. სოფლის საბავშვო ბაღებში კი წყალი შემოწმებულია და ის სასმელად ვარგისია. რაც შეეხება სოფლებში ჭის საკითხს, მოსახლეობამ კეთილი ინებოს და წყალი თვითონ შეამოწმონ. გეტყვით, რომ სოფლებში წყლის მილები დაზიანებულია, შეიქმნება დამატებითი კომპანია, რომელიც წყალმომარაგების სამსახურთან ერთად იმუშავებს სოფელში, ამ საკითხებზე ინფარსტრუქტურის სამინისტროში საუბარი გვქონდა”, - აცხადებს კუჭავა.

„დაბინძურებული წყალი შესაძლოა ნაწლაური ინფექციის გამომწვევი მიზეზი გახდეს, თუმცა არის თუ არა დაინფიცირების მიზეზი წყალი, ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს. თუ წყალში ბაქტერიაა, გამოვლენა უფრო მალე იჩენს თავს. ვსაუბრობ დღეებსა და კვირეებზე. თუ წყალი შეიცავს ქიმიურ მინარევებს, ეს სხვა საკითხია. თუ ადამიანი დღეს არ მოიწამლა, არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ჰიგიენური ნორმა. თვითმმართველობის კანონში წერია, რომ მუნიციპალიტეტი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მათი პრეროგატივაა მიმართონ შესაბამის ლაბორატორიას, აიღონ სინჯები და გამოიკვლიონ სასმელი წყალი. მითუმეტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს უნდა ჰყავდეს ჰიგიენისტი, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს. უამარავი შტატებითა გაბერილი ჯანდაცვის უწყებები და ამ კუთხით არავინ არაფერს აკეთებს”, - განმარტავენ ინფექციონისტები.

სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში განმარტავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის კეთილხარისხოვანი სასმელი წყლით მომარაგება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„წყალსადენების, ინდივიდუალური ჭების, ბუნებრივი წყაროების და მცირე სიმძლავრის სოფლის ტიპის წყალსადენების სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სასმელი წყალი არ იქლორება, ან ეს პროცესი დარღვეულია, აღნიშნულს ხელს უწყობს წყალმომარაგების წყაროების, განსაკუთრებით ზედაპირულის, ინტენსიური დაბინძურება.

სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ვერ იღებს ნორმატიული ხარისხის სასმელ წყალს“.


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42