იატაკზე გათენებული ღამეები და 99 ათას ქულად შეფასებული ნალია - სანიკიძეების მძიმე გასაჭირი
საზოგადოება - 14:42, 29 Jun, 2015     8482

46 წლის როენა სულაკაძე 17 წელი მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ნატანების თემის სოფელ წითელი სხივში ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა.

“ერთსართულიანი ნორმალური სახლი გვქონდა, არ მაწვიმდა და არ გვშიოდა, მიწის ნაკვეთებს ვამუშავებდით, ციტრუსის შემოსავალი გვქონდა. მეუღლე პატრონობდა და უვლიდა ყველაფერს”, - ამბობს სულაკაძე.

ცოლ-ქმარი 2 წელია ეზოში მდგარ ნალიაში ცხოვრობს. 2008 წელს დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა ძალიან გაურთულდათ, რადგან მამათილმა მეუღლესთან ერთად სახლიდან სასამართლოს ძალით გამოაგდო.

“ჩემი მამათილი ჩასიძებული იყო, 4 შვილი ჰყავდათ და არც ერთი არ გვედავება არაფერზე, უმცროსია ჩემი მეუღლე და 49 წელი იცხოვრა დედამისის სახლში. დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა მამამთილი და დაიწყო სახლზე დავა. აღძრა სასამართლოში საქმე. ოზურგეთის სასამართლომ მის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, გავასაჩივრე სააპელაციოში, მაგრამ აღარ მქოდა გადასახდელი თანხა და უკან გამოვიტანე“,-გვიყვება ქალბატონი.

სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით სახლზე მესაკუთრეობის უფლება ბორის სულაკაძეს მიანიჭეს. სააღსრულებლო ბიუროს ჩარევით როენა მეუღლესთან ერთად ჭერის გარეშე დარჩა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მამამთილს მის მეუღლესთან ხელი გაწერილი ჰქონდა, სახლი მაინც მას მიაკუთვნეს. მე და ჩემი მეუღლე გამოგვაგდეს გარეთ, გამოგვიყარეს ავეჯი ეზოში და 2 წელია ნალიაში ვცხოვრობთ. ეს ავეჯიც გამიფუჭდა, შესანახი ადგილი არსად არ გვაქვს. არც ლოგინი გაგვაჩნია და არც არაფერი. 2 ლეიბი გვაქვს იატაკზე დაგებული და ერთი პატარა ტელევიზორი. საჭმელს ეზოში ვაკეთებ ფაქტიურად. აბანო გვქონდა სახლის გევრდით მოდგმული, იქ ფეჩი მედგა და იმაზე ვაკეთებ. სახლი დაკეტილია, მოდის ხანდახან ჩემი მამამთილი და ამოწმებს, ხომ არ შევდივართ სახლში. შარშან ძალიან რომ გაგვიჭირდა ზამთარში ნალიაში გაჩერება, შევედით სახლში და რომ გაიგო პოლიციის ძალით გამოგვყარა. Eს კაცი თვითონ ურეკში ცხოვრობს მეორე ცოლთან. იმ ქალს ჰყავს შვილები და იმათ პატრონობს. 74 წლისაა და შვილს არ აგდებს არაფრად. მისი ცოლი აკეთებინებს ამ ყველაფერს. სულ ჩხუბობს და გვემუქრება”, - აცხადებს როენა სულაკაძე.

ქალბატონი როენა გვიყვება, რომ ცოლ-ქმარი ორივე უმუშევარია და თავს ძირითადად მოყვანილი ბოსტნეულით და სიმინდით ირჩენენ. არ ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველი. სწორედ მათი უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე განცხადებით მიმართეს სოციალურ სააგენტოს, თუმცა შეჭირვებულთა სიაში ვერ მოხვდნენ მინიჭებული მაღალი ქულებიდან გამომდინარე.

“99 ათასი ქულა მოგვანიჭეს. აგენტი რომ მოვიდა გაკვირვებული იყო, აქ როგორ ცხოვრობთო, იატაკზე ლეიბები რომ მეწყო, ტანსაცმელები ტომრებში ჩაწყობილი, არც ძროხა, არც ქათამი, აც შემოსავალი და ბოლოს ამხელა ქულები. ხელახალი განაცხადი ერთი წლის მერე უნდა შემოიტანოო და ველოდები. მივმართე სოფლის რწმუნებულს, საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება, გუბერნატორთანაც ვიყავი, დამპირდა სამშენებლო მასალებს მოგცემო და მერე უარი მითხრა”, - აცხადებს სულაკაძე.

რატომ უთხრა სასამართლომ შვილს უარი დედის ქონების მესაკუთრეობაზე და როგორ დაუმტკიცდა ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ქმარს, რომელთანაც ხელი გაწერილი ჰქონდა, არის თუ არა აღნიშნულ მიწაზე, სადაც ეს სახლი დგას, მესამე პირის ინტერესი, რაზედაც თავად სანიკიძეები ეჭვობენ (აღნიშნული სახლი სწორე იმ საკონცერტო დარბაზის გვერდით დგას, რომელსაც ივანიშვილი აშენებს) ან რატომ შეფასდა სულაკაძეების ნალია 99 ათას ქულად, რის საფუძველზე უთხრა გუბერნატორმა დაპირებულ სამშენებლო მასალაზე უარი და რითი ხსნის გამებლის წარმომადგენელი ნატანების თემში ოჯახის მიმართ უყურადღებობასა და გულგრილობას, მათ პოზიციას კომენტარების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42