დღეს გაირკვევა როდიდან შეეძლება გულშემატკივარს ბარსელონა-სევილიას თამაშზე დასასწრები ბილეთის შეძენა. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან პასუხს მიიღებს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბილეთების გაყიდვა კვლავ biletebi-ge-ზე იქნება შესაძლებელი. როგორც საიტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, biletebi.ge-ს ტექნიკური პრობლემა მოხსნილი აქვს.
„ჩვენ უეფა-ს წარვუდგინეთ ჩვენი კონცეფცია, თუ როგორ ვაპიებდით გაძიერებას ამ სისტემის. მოხდა გაძლიერება და ეხლა ველოდებით უკვე გადაწყვეტილებას. ის 54 ბილეთი, რომლის გაყიდვაც საიტის გათიშვამდე მოესწრო, მათ ეს ბილეთები შერჩებათ. არის გარკვეული ბილეთები, რომლის გაყიდვაც არასანქცირებულად მოხდა, მათი ბილეთები გაუქმდება და თანხები დაუბრინდებათ უკან“, - განაცხადა biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა.
11 აგვისტოს ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






