საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 8მაისს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 22 თეატრის 37 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აფასებდა. ჟიურიმ თითეულ ნომინაციაზე კანდიდადტა მოკლე ნუსხა უკვე შეადგინა. პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი. საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართება.
„დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი _ გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
„როგორც ყოველთვის, დაჯილდოების ცერემონიას და საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენას განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან თეატრალური სფეროს წარმომადგენლები - დაძაბულობა და ინტერესი პიკს აღწევს. სასიხარულოა, რომ „დურუჯი“ კვლავაც ინარჩუნებს თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელს. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩვენი კომპეტენტური ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და პრემიის ლაურეატის წოდებას ღირსეულ კანდიდატებს მიანიჭებს“, - აცხადებს პრემიის დამფუძნებელი, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი.
პრემიაზე წარდგენილი კანდიდატების მოკლე ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ კომპანია „რედიქსის“ სოციალური ქსელის გვერდზე: https://www.facebook.com/RedixGeorgia.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ პარტნიორია კომპანია „რედიქსი“. საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ჟურნალი „ფოკუსი“, რადიო „ფორტუნა“;
მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ველნესცენტრი „კლუბი 71“, გამომცემლობა „დიოგენე“, მაღაზიათა ქსელი „ისი-პარ“, მაღაზიათა ქსელი „ევიტა-პერონი“, ყვავილების მაღაზია „ფრეზია“, „ირაკლი წულაძე ქანდაკება“, სასტუმრო „კაბადონი“, სასტუმრო „ლეპორტი“, „რედ-ფურშე“, „ყვარლის მარანი“,
მასალის გამოყენების პირობები