„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:12, 28 Jun, 2015     561

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიიჩნევს, რომ სტიქიით მიყენებული სოლიდური ზარალის სალიკვიდაციოდ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ამიტომ, მზადყოფნას გამოთქვამს, დედაქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, თბილისის მთავრობასთან ერთად, მშენებლობის პროცესში ჩაერთოს.

კომპანია, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, 14 ივნისის ღამიდან, ინტენსიურ, 24-საათიან რეჟიმში, გაძლიერებული შემადგენლობით - ცვლაში 35 ტექნიკური ბრიგადით მუშაობს და, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში, განაგრძობსსტიქიით დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. კომპანიამ შეძლო, უმოკლეს დროში აღედგინა სტიქიით დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ოპერატიულად განეხორციელებინა დროებითი ღონისძიებები საკანალიზაციო კოლექტორის დაზიანებით გამოწვეული შედეგების გასანეიტრალებლად, ასევე აღმოეფხვრა 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება ქსელებზე.

შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, დღემდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის სპეციალისტებიც და თბილისის უბნებში წყლის სინჯებს იღებენ. პარალელურად, როგორც წესი, წყლის ხარისხს ლაბორატორიულად იკვლევენ წყალსადენის ქსელებზე ჩატარებული ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ. ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.

ამასთან, კომპანია ყოველთვის მზად არის, დახმარება გაუწიოს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს სტიქიის ზონებში მიმდინარე სამუშაოების ჩატარებისას, მათ შორის ზოოპორკის ტერიტორიაზე, სადაც ხშირია ქსელების დაზიანების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად კომპანიამ თავადაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, შენარჩუნებულია უწყვეტი წყალმომარაგება და ზედმიწევნით დაცულია სასმელი წყლის მაღალი ხარისხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42